ქვეყანაში ხორცის წარმოებამ იკლო, რძის წარმოება კი გაიზარდა
წინასწარი მონაცემებით, 2022 წლის II კვარტალში რძის წარმოებამ 200.0 მილიონი ლიტრი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 1.0 პროცენტით მეტია. საქსტატის ინფორმაციით, ხორცის წარმოებამ 17.7 ათასი ტონა შეადგინა, რაც 2021 წლის შესაბამის პერიოდის მაჩვენებელზე 0.6 პროცენტით ნაკლებია. საანგარიშო პერიოდის განმავლობაში წარმოებულია 167.7 მილიონი კვერცხი, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 2.3 პროცენტით აღემატება.
Copy and paste this URL into your WordPress site to embed
Copy and paste this code into your site to embed